მოგესალმებით,

თქვენ იმყოფებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრის ვებ-გვერდზე, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების შესახებ. ასევე საშუალება გაქვთ მოიძიოთ ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოვალეთა რეესტრიდან ამონაწერისა და ცნობის მომზადების მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ, ასევე მიიღოთ განცხადების საფუძველზე მომზადებული დოკუმენტი - ამონაწერი და ცნობა მოვალეთა რეესტრიდან.

გახსოვდეთ, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის შესაბამისად მოვალეთა რეესტრი არის მონაცემთა სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა, იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართ აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნისა.

მოვალე სუბიექტის ან რეესტრიდან ამონაწერის/ცნობის მოსაძებნად ისარგებლეთ მოცემული ბმულებით.

 სუბიექტის ძებნა მოვალეთა რეესტრში